მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, 300 უცხოელ სტუდენტს ვიზა გაუუქმა

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა გააუქმა, სულ მცირე, 300 უცხოელი სტუდენტის ვიზა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტებში პროპალესტინელი დემონსტრანტების შეჩერებისკენ.

„ამ ეტაპზე, შესაძლოა, 300-ზე მეტი იყოს. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ, ყოველი ასეთი „გიჟის” აღმოჩენისთანავე“,- განაცხადა რუბიომ.

რუბიოს თქმით, სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და „არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს“.

„თუ თქვენ მოტყუებით მიიღებთ ვიზას, ხოლო შემდეგ ჩაერთვებით ასეთი სახის ქმედებებში, ჩვენ გავაუქმებთ მას“,- განაცხადა რუბიომ.

მანამდე, თეთრმა სახლმა ასევე გააუქმა 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება კოლუმბიის უნივერსიტეტს. ასშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი ვერ ებრძოდა ანტისემიტიზმს თავის კამპუსში და აღნიშნა, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გაუუქმებდა დაფინანსებას.