„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად, 96 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე სამჯერ იყო.
არსებული ინფორმაციით, ბორის რომანჩენკო 1942 წელს აღმოჩნდა პირველად ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში. ბუხენვალდის შემდეგ, იგი კიდევ ორი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო.
„ბორის რომანჩენკო აქტიურ კამპანიას აწარმოებდა ნაციზმის დანაშაულების ხსოვნისთვის და ბუხენვალდ-დორას საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი იყო,“- წერს ბუხენვალდის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია.
რომანჩენკო ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში ცხოვრობდა.