„აქ კაცი გარდაიცვალა.. უექიმობით, უწამლობით, სახლში 7 ობოლი დარჩა“ - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

აკა

აკა სინჯიკაშვილი მორიგ საქველმოქმედო ინფორმაციას ავრცელებს.

„გუშინ დაგვირეკეს და დღეს დილას მოვახერხეთ ამოსვლა. უზარმაზარი თოვლია მთაში, სახლის ფოტოს კი ხედავთ. აქ კაცი გარდაიცვალა. უექიმობით, უწამლობით და დაგვიანებული მკურნალობის გამო. ვიღაც მადლიანმა სახლში გადმოასვენა და სასახლეც უყიდა მიცვალებულს.

სახლში 7 ობოლი დარჩა. ისეთი საცოდაობა ტრიალებს, ვერც წარმოიდგენთ. შვიდი ბავშვი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს დარდისგან განახევრებულ დედასთან ერთად. გზა ალბათ რამდენიმე დღეში გაიხსნება, თოვლი რომ დადნება, თორემ ორხიდიანი მანქანით ძლივს ამოვაღწიეთ.

ბავშვებს სჭირდებათ საერთოდ ყველაფერი. ისედაც რა დღეში არიან, გული მიკვდება, პატარა სულ რამდენიმე თვისაა.

ოჯახი სოციალურად დაუცველია, არსებობენ მხოლოდ სოციალური დახმარებით და მეტი არაფრით. აქვთ რა თქმა უნდა, პროდუქტის ვალები, ერთი სესხი და ამ ობლებს დააწვათ ყველაფერი.

გთხოვთ ჩემს მეგობრებს პირველ რიგში - ამ ბავშვებს ასე ვერ დავტოვებთ და რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა გავუკეთოთ! ფოტოს ვერ დავდებ მაპატიეთ. ან რისი ფოტო უნდა დავდო. მიცვალებულის, დარდისგან გათეთრებული ქვრივის, თუ ტირილისგან დაღლილი ობოლი ბავშვების.

ჩვენც გვაქვს და დავიწყეთ ყველაფრის ყიდვა. თქვენც მოგვეხმარეთ და ობლებს შეგვიძლია ბევრი რამე გავუკეთოთ.

მისამართისთვის დამირეკეთ ტელეფონზე, ნომერი ინფოში მიწერია. ვინმეს თუ ბავშვებზე პირადად ზრუნვა მოგინდებათ, დამირეკეთ და ჩაგიყვანთ.ჩვენი გვერდით დგომა უზომოდ სჭირდებათ.

აბა ჩვენ ვიცით

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -

ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკი

GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

GE90TB7603845061100016

PayPal - Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili