ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ვინმეს უთხრას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა ნატოში, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.
ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა მოკავშირეების გულწრფელობა უკრაინის ნატოში მიღების სურვილთან დაკავშირებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა:
მე ვაფასებ და აღფრთოვანებული ვარ პრეზიდენტ ზელენსკის ნატოში გაწევრიანების სურვილით. ნატოს ფუძემდებელი პრინციპია, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია ვინმეს უთხრას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა ნატოში. ეს მათი დამოუკიდებელი არჩევანი უნდა იყოს. ეს არის სუვერენიტეტის არსი. მე პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის სურვილს, იყოს ნატოს წევრი. ნატო ქვეყნების გაერთიანებაა, რომელიც გადაწყვეტილებებს კოლექტიურად იღებს. ეს არის პროცესი. ეს არ ხდება უეცრად. ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის „მე მინდა ვიყო ნატოში და ამიტომ ვიქნები“ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის „შენ არ შეგიძლია იყო მანდ“.