შეიძლება თუ არა საფლავზე გადაგორებული კვერცხი სახლში წავიღოთ? - ეზოთერიკოსის განმარტება
1745065956
ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას გეგმავს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან არ გაუყვანია შეიარაღებული ძალები და მეტიც, რაოდენობას ზრდის, ასევე არსებობს ვარაუდები, რომ რუსეთი თავდასხმის დასაწყებად საბაბს შექმნის.
გენერალური მდივნის თქმით, ნატო პოლიტიკურ გამოსავალს ემხრობა.
„ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა შეცვალოს კურსი და ჩვენთან ერთად დაჯდეს მოლაპარაკებისთვის“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.