„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელმა ნენსი პელოსმა წმინდა პატრიკის დღეს წაიკითხა ლექსი, რომელიც, სავარაუდოდ, ლეგენდარული როკ ჯგუფის U2-ის წამყვანმა მომღერალმა ბონომ გაუგზავნა.
პელოსის თქმით, ბონომ დაწერა ლექსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ და მასში მოიხსენია აგრესორი ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც 24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა.
„ბოროტება აღდგა ჩემო მეგობრებო
სიბნელიდან, რომელიც ზოგიერთ მამაკაცში ცხოვრობს
მაგრამ მწუხარებაში და შიშში
სწორედ მაშინ შეიძლება გამოჩნდნენ წმინდანები
და განდევნონ ეს ძველი გველები
და ისინი იბრძვიან ჩვენთვის, თავისუფლებისთვის
იბრძვიან კაცობრიობის ამ ფსიქოსგან განთავისუფლებისთვის
ირლანდიის მწუხარება და ტკივილი ახლა უკრაინაა
და წმინდა პატრიკის სახელი ახლა ზელენსკია“- კითხულობს პელოსი.