H&M-მა რუსეთში გაყიდვები შეაჩერა

 HM

ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვები შეაჩერა. კომპანიამ გადაწყვეტილება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო. შესაბამისი განცხადება H&M Group-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„H&M Group-ი ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით და მხარს უჭერს ყველა დაშავებულ ადამიანს. H&M Group-მა გადაწყვიტა დროებით შეაჩეროს ყველა გაყიდვა რუსეთში. მაღაზიები უკრაინაში კი დროებით დაკეტილია მყიდველებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.