„პირველი ლედის სტატუსშიც, პირველ რიგში, დედა ვარ, მარტო ჩემი შვილების არა...“ - თამარ ბაგრატიონი

მიხეილ ყაველაშვილი

„მე პირველ რიგში დედა ვარ - არა მხოლოდ ჩემი შვილების“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში საუბრისას განაცხადა.

მან მრავალშვილიანი დედობის გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რა მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობად შვილების აღზრდის პროცესში.

„ვთვლი, რომ მრავალშვილიანი დედობა საამაყოა. მინდა, ყველა ქალს ვუსურვო, რომ ბევრი შვილის ყოლა შეძლოს. ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც შეგვიძლია შვილებს დავუტოვოთ - ბევრი და და ბევრი ძმა.

პირველი ლედის სტატუსშიც, პირველ რიგში, დედა ვარ, მარტო ჩემი შვილების არა. ვცდილობ, რომ ყველა დედის სატკივარი გავიზიარო. დედისთვის, ჩემთვის, ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჯანმრთელობა, მერე კეთილდღეობა და რა თქმა უნდა, განათლება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი გვაქვს, ის სტატუსი რომ დედა ვართ, უკვე ყოვლის მთქმელია.

ჩემს შვილებს რაც შეეხება, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ერთმანეთი უყვარდეთ, ერთმანეთი რომ ეყვარებათ, სამშობლოც ეყვარებათ და ღმერთიც, რაც ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამბობს თამარ ბაგრატიონი.

ვრცლად ↓