გერმანია უკრაინას ზამთარში დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

ანალენა ბერბოკი  ფოტო: Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ზამთარში 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, რუსეთი კვლავ აპირებს ზამთარში თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რათა უკრაინელების ცხოვრება „მაქსიმალურად საშინელი გახადოს“.

ჯერ კიდევ ივნისში კიევმა განაცხადა, რომ მას უფრო მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია სჭირდება, რათა ზამთარში ყინვების დროს მოსახლეობაში ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.