"გათავისუფლდით ერთი კაცის შიშისგან, მინიმუმ 36 საათით" - ზელენსკი რუსებს მიმართავს

ზელენსკი

"ომის სწრაფად დასასრულებლად საჭიროა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იპოვიან გამბედაობას, გათავისუფლდნენ კრემლში ერთი კაცის სამარცხვინო შიშისგან, მინიმუმ, 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს. მისი შიში ანგრევს ჩვენ ქვეყანას",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა

"ომის დასრულება ნიშნავს თქვენი სახელმწიფოს აგრესიის დასრულებას. მაშინაც კი, როცა თქვენი რაკეტები და თვითმფრინავები ჩვენს ქალაქებს არ ესხმიან, ტერორი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება. უკრაინელებს მოსვენებას არ აძლევთ. ხალხს აწამებენ, ელექტრო შოკს იყენებენ, აუპატიურებენ. ეს გრძელდება ყოველდღე, სანამ თქვენი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე არიან. ომი დასრულდება, როცა თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გამოვდევნით. ასე, რომ ნება მიეცით აიღონ უნიტაზები - გზაზე  დასჭირდებათ - და დაბრუნდნენ სახლში. 1991 წლის ჩვენი საზღვრის მიღმა"", - თქვა ზელენსკიმ.