ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ტალინი გეგმავს შეიმუშაოს საკუთარი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დაყადაღებულ რუსულ ფინანსურ აქტივებს კიევს გადასცემს, იმისთვის, რომ ის რუსეთის შეჭრისგან დაზარალებული ქვეყნის აღდგენას მოხმარდეს - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 17 მილიარდ ევროს შეადგენს, მაგრამ კიევის სასარგებლოდ მათი გამოყენების პროცესი არ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წევრმა ქვეყნებმა ევროკომისიას შესაბამისი სამართლებრივი სქემის შემუშავება დაავალეს.
ურმას რეინსალუს განცხადებით, ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას სამართლებრივი სტრუქტურა ესტონეთში გაყინული რუსული აქტივების გამოსაყენებლად.