ევროპაში უკრაინელი ლტოლვილების რიცხვი 8 მილიონს უახლოვდება - გაერო

  ukrainina

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპაში ჩასული ლტოლვილების რაოდენობამ 7 915 287 ადამიანს მიაღწია.

მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 18000-ზე მეტი ადამიანით გაიზარდა.

4,9 მილიონი ლტოლვილი მონაწილეობს დროებით დაცვისა და მხარდაჭერის ეროვნულ პროგრამებში. საერთო ჯამში, 24 თებერვლიდან 17 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა და მეზობელ ქვეყნებში გადავიდა.

დაახლოებით 9,2 მილიონი ლტოლვილი უკრაინაში დაბრუნდა.

ყველაზე მეტი ლტოლვილი შემდეგ ქვეყნებშია:

პოლონეთი; გერმანია; ჩეხეთი; იტალია; ესპანეთი; დიდი ბრიტანეთი; ბულგარეთი; საფრანგეთი; რუმინეთი; სლოვაკეთი