ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
საშობაო წირვას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ეპიფანე, კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების საკათედრო ტაძარში შობის დღესასწაულზე ღვთისმსახურებას აღავლენს.
აქამდე, კიევ-პეჩერის ლავრაში წირვას მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასულიერო პირები ატარებდნენ.
2 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ლავრის მიძინების ტაძარი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში მყოფ მონასტრად დარეგისტრირდა.
"შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ მორწმუნეებს და საზოგადოებას ვაცნობთ, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და წმინდა არქიმანდრიტი კიევ-პეჩერის ლავრაში. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე, 2023 წლის 7 იანვარს, კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში",- ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში.