შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
უკრაინა ომის ზღვარზე - უკვე მესამე დღეა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სროლა არ წყდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს. დაიჭრა ერთი სამხედრო, დაზიანდა საცხოვრებელი სახლიც.
დასავლელი ლიდერები არ კარგავენ იმედს, რომ ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირთან, პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება შესაძლებელია. ამასთან, პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენის თქმით, სერგეი ლავროვს შეხვდება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.
„ყველაფერი, რასაც რეალურ შეჭრამდე მივყავართ, როგორც ჩანს, ხდება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ყოველ წუთს, რათა დავინახოთ, შეუძლია თუ არა დიპლომატიას შეაჩეროს პრეზიდენტი პუტინი წინსვლისგან. თუ რუსეთი არ შეიჭრება, მე ლავროვს შევხვდები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავინახო, შეგვიძლია თუ არა რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა. მაგიდაზე დავდე მთელი რიგი იდეები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებას რუსეთის, შეერთებული შტატებისა და დანარჩენი ევროპისთვის. ეს არის საუბარი, რომელსაც მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეიჭრება თუ არა რუსეთი," - განაცხადა ბლინკენმა.
დეესკალაციის მიღწევის მიზნით, ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. ელისეის სასახლის ცნობით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს საათებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.