სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

სინდი კროუფორდი

სუპერმოდელ სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რანდე გერბერის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამერიკული გამოცემა People წერს, რომ პრესლი გერბერი 20 სექტემბერს, სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ოჯახმა საზოგადოებას პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდა.