საქართველო და უკრაინა არიან უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები, ამას შეხვედრებით დადასტურება და დემონსტრირება არ სჭირდება - სარჯველაძე

mikheil sarjve;adze

"საქართველო და უკრაინა არიან უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები, ამას შეხვედრებით დადასტურება და დემონსტრირება არ სჭირდება", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მან უპასუხა კითხვას, რატომ არ შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უკრაინის პირველ პირთან მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში:

„კონკრეტული კონფერენციის დღეს რომელიმე პარტნიორთან შეხვედრის არჩატარება რაიმე დასკვნის, მითუმეტეს, უარყოფითი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. კონკრეტულ დღეს რომ შეხვედრა არ შემდგარა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხინჯი შეიძლება არსებობდეს ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, როგორიც არის საქართველო და უკრაინა. ის, რომ არ შედგა შეხვედრა, ეს არ არის საფუძველი კრიტიკისთვის მიზეზები იპოვოთ და შორს მიმავალი წიაღსვლები გააკეთოთ. აქ თანამშრომლობა სრულიად სხვა კომპონენტებით ხასიათდება“, - განაცხადა სარჯველაძემ.