ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთისთვის სანქციების პაკეტი უკვე მომზადებული აქვს. Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, პაკეტი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების რუსულ ბანკებთან ტრანზაქციების აკრძალვას მოიცავს. სანქციები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაწესდება.
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდა ჯო ბაიდენი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. თეთრი სახლის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდებიან. სწორედ აქ განიხილავენ ბაიდენ-პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითხს ბლინკენი და ლავროვი. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მზად არიან როგორც დიპლომატიის, ისე რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის.
თეთრი სახლის განცხადებამდე, სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის. ემანუელ მაკრონი ბოლო 24 საათში ორჯერ ესაუბრა ვლადიმერ პუტინსაც.
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის ბრძანება უკვე მიიღეს რუსმა გენერლებმა. პარალელურად რუსეთში შეერთებული შტატების საელჩო ამერიკელებს უკრაინა-რუსეთის საზღვართან, ასევე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში სავაჭრო ცენტრებზე, რკინიგზასა და მეტროსადგურებზე თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
რა ხდება მოკლედ
რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვითარება დაძაბულია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 18 თებერვლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გააკეთებს, მიზანში კი დედაქალაქს, კიევს ამოიღებს.
17 თებერვალს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.
აშშ და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნები უკრაინას სამხედრო ტექნიკით, აღჭურვილობით და ტყვია-წამლით ეხმარებიან. გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს.