ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ბრიტანეთში ხელისუფლების წევრებს შორის რუსეთ-უკრაინის ომში, გაერთიანებული სამეფოდან ბრიტანეთის მოქალაქეების ჩართვა საომარ მოქმედებებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი მოხალისეებს მოუწოდებს, ომში წავიდნენ. მის მოწოდებას ბრიტანეთის თავდაცვის ძალების ელიტა აკრიტიკებს და აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და უკრაინის მხარდაჭერა სხვადასხვა გზებით არის შესაძლებელი.
ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა guardian-ი ავრცელებს:
"გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის შტაბის უფროსი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის წინადადებას - ბრიტანელი მოხალისეები უკრაინაში საომრად გაემგზავრონ, ეწინააღმდეგება. შეიარაღებული ძალების მეთაურის, ადმირალ სერ ტონ რადაკინის თქმით, ეს უკანონო იქნება.
სერ ტონ რადაკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მრავალი სხვა გზა, რითაც ისინი უკრაინელებს დაეხმარებიან.
თავდაცვის ძალების მეთაურის ეს განცხადება უჩვეულოდ პირდაპირ გაფრთხილებად განიხილება, ბრიტანეთის საგარეო მდივნის წინადადებაზე. ტრასის პოზიციის წინააღმდეგია თავდაცვის ძალების მდივანიც - ბენ უოლასიც.
გასულ კვირას ტრასს დაუსვეს კითხვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდების შესახებ -„ევროპის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უკრაინელებთან მხარდამხარ დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას შეერთებოდა“, უნდა წავიდნენ თუ არა ბრიტანელებმა რუსეთ-უკრაინის ომში, რაზეც მან შემდეგი განმარტება გააკეთა:
"მე მხარს ვუჭერ ამას და რა თქმა უნდა, ეს არის ის, რის შესახებაც ადამიანებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. უკრაინელი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ - მთელი ევროპისთვის, რადგან ეს არის პუტინის გამოწვევა." - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რადიკანმა აღნიშნულ საკითხზე BBC-თან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ძალიან მკაფიოდ განვმარტეთ, რომ უკანონო იქნება თუ დიდი ბრიტანეთის სამხედროები და მოსახლეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩასართავად გაემგზავრებიან. მხარი დაუჭირეთ უკრაინას ბრიტანეთიდან, ყველაფრით, რითაც შეგიძლიათ. საუბარია აზრიან მხარდაჭერაზე, რომელიც შეგიძლიათ ბრიტანეთიდან გაუწიოთ“, - განაცხადა რადაკინმა.