2025 წლის 21 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ
1766307412
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, თუმცა დოკუმენტი მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ვფიქრობთ, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შედგეს. სომხეთი ამისთვის მზად არის. ჩვენ ასევე გვაქვს სამშვიდობო დღის წესრიგი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დღის წესრიგი. მაგრამ რაიმე ხელშეკრულების გაფორმებამდე მოლაპარაკებები უნდა შედგეს. სომხეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ საკითხის განხილვა პრობლემების გადაჭრას ემსახურება“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.