მოულოდნელი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება დიაბეტის არსებობაზე მიუთითებდეს

დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ექიმები ხშირად “ფარულ მკვლელსაც“ უწოდებენ. მიზეზი მარტივია: დაავადება ხშირად წლების განმავლობაში ისე ვითარდება, რომ ადამიანს აშკარა ჩივილები არ აქვს. ტრადიციული სიმპტომები - მუდმივი წყურვილი, ხშირი შარდვა და შიმშილის შეგრძნება, ყველასთვის ცნობილია, თუმცა არსებობს ნაკლებად ცნობილი, მოულოდნელი ნიშნებიც, რომლებსაც ორგანიზმი სისხლში გლუკოზის მომატებისას გვიგზავნის.

ენდოკრინოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ “ფარული“ სიმპტომების დროული ამოცნობა საშუალებას გვაძლევს, დაავადების პრევენცია ადრეულ ეტაპზევე მოვახდინოთ.

1. კანის გამუქება

თუ შეამჩნიეთ, რომ კისრის ნაჭეცებში, იღლიებში, იდაყვებსა ან საზარდულის არეში კანი შესამჩნევად გამუქდა, გახდა შეხებისას ოდნავ ხავერდოვანი ან “ჭუჭყიანის“ შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს შესაძლოა ინსულნრეზისტენტობის პირველი ნიშანი იყოს. სისხლში ჭარბი ინსულინი ასტიმულირებს კანის უჯრედების სწრაფ გამრავლებასა და მელანინის ჭარბად გამოყოფას.

2. პირის ღრუს პრობლემები და ღრძილების სისხლდენა

სისხლში შაქრის მაღალი დონე ცვლის ნერწყვის შემადგენლობასაც, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. თუ კბილების გამოხეხვისას ღრძილები ხშირად გისისხლიანდებათ, გაწუხებთ პირის ღრუს შრობა ან ხშირი ინფექციები (მაგალითად, რძიანა/სოკო), ეს შესაძლოა დიაბეტის ფარულ მიმდინარეობაზე მიუთითებდეს.

3. ხშირი ინფექციები და ჭრილობების ნელი შეხორცება

მაღალი გლუკოზა აზიანებს სისხლძარღვებსა და ნერვულ ბოჭკოებს, რის გამოც ქსოვილებს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ნაკლებად მიეწოდება. შედეგად:

მცირე ნაკაწრები ან ჭრილობები კვირობით არ ხორცდება.ხშირდება შარდსასქესო სისტემის ინფექციები (განსაკუთრებით ქალებში).

4. მხედველობის პერიოდული გაუარესება

თუ მხედველობა პერიოდულად გიბუნდოვდებათ და შემდეგ ისევ უბრუნდება ნორმას, ეს შესაძლოა არა თვალის დაავადებას, არამედ სისხლში შაქრის მერყეობას უკავშირდებოდეს. გლუკოზის მაღალი დონისას თვალის ბროლში სითხე გროვდება, იცვლება მისი ფორმა და ფოკუსირების უნარი, რაც მხედველობის გაბუნდოვნებას იწვევს... სრულად