1746733863
სომხეთში ქრისტეს გიგანტური ქანდაკება დაიდგმება - ინიციატივა წარუკიანს ეკუთვნის

ბიზნესმენმა და პოლიტიკური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა საზოგადოებას საკუთარი ინიციატივა წარუდგინა – სომხეთში იესო ქრისტეს გიგანტური ქანდაკება დაიდგმება.
ამის შესახებ azatutyun.am-ი წერს.
„ასე შევძლებთ, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ვართ პირველი ქრისტიანული ერი დედამიწაზე. ეს ქანდაკება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დამცველი უნდა გახდეს“, - თქვა წარუკიანმა პროექტის წარდგენისას.
გამოცემის წერს, რომ წარუკიანის ინიციატივით ქრისტეს ქანდაკების სიმაღლე 33 მეტრი იქნება, ქრისტეს ასაკის შესაბამისად.
კონკრეტულად სად დაიდგმება ქანდაკება სომხეთში, ჯერ უცნობია.