1789641528
კარნი ტრამპს: კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ
კანადისა და ევროკავშირის დაახლოება „პოზიტიური პროცესია“ და ოტავა შიშის გამო ამ ურთიერთობაზე უარის თქმას არ აპირებს - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.
კარნის კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას მოჰყვა, რომელიც ევროკავშირს „სერიოზული ტარიფების“ დაწესებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ კანადა მისი ასოცირებული წევრი გახდებოდა.
„ეს ალიანსი პოზიტიური მოვლენაა. ეს არის ჩემი პასუხი ამერიკის პრეზიდენტს“, - განუცხადა კარნიმ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
მან დასძინა, რომ „უფრო ძლიერი და მედეგი კანადა შეერთებული შტატებისთვისაც ბევრად ეფექტური პარტნიორი იქნება“.
„კანადელები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ვერავინ მიგვითითებს, რა ენაზე ვილაპარაკოთ“, - განაგრძო კარნიმ და მიანიშნა ცნობებზე, რომ თეთრი სახლი კვებეკში ფრანგული ენის სტატუსში ჩარევას ცდილობდა.











