ევროკავშირის წევრები ბუჩაში დანაშაულის შემდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ - Financial Times

ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს მას შემდეგ, რაც მედიაში გამოქვეყნდა კადრები რუსების მიერ ბუჩასა და კიევის მახლობლად მახლობლად მდებარე სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის საშინელი მკვლელობების შესახებ. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.

ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, ოთხშაბათს განიხილავენ შეზღუდვების ახალ პაკეტს.

არსებული სანქციები მოიცავს SWIFT-ის აკრძალვას შვიდი რუსული ბანკისთვის, ძირითადი ტექნოლოგიების ექსპორტის ბლოკირებას, რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას და ასობით რუსი ოლიგარქისა და ოფიციალური პირის, მათ შორის თავად პუტინის აქტივების გაყინვას.

ევროკავშირის ზოგიერთი წევრის მიერ შემოთავაზებული სამომავალო შეზღუდვები მოიცავს უფრო მორგებულ სანქციებს, როგორიცაა რუსული გემების ევროკავშირის პორტების გამოყენების აკრძალვა, დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები და ემბარგო ენერგომომარაგებაზე (ქვანახშირი, ნავთობი, გაზი), რასაც უკრაინა დიდი ხანია ცდილობს.

ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწამები ცხედრები იპოვეს.