რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტს მიესალმება.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების და გაღრმავების ნაწილში.
„ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში ყოველთვის დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო განზომილებას და ჩვენ მივესალმებით ჩვენი პარლამენტის ჩართულობას ამ პროცესში. მიმაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დამატებითი იმპულსი იქნება ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება უკრაინაში და დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების და გაღრმავების ნაწილში. სამწუხაროდ, მე არ ვიმყოფები საქართველოში, პარლამენტში მიმდინარე კონსულტაციები ჩემთვის უცნობია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ვიზიტი განხორციელდეს რაც შეიძლება მალე და ყველა მსურველს, ვისაც უნდა მასთან ერთად გაემგზავროს უკრაინაში, ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ამ ვიზიტის განხორციელებაში მონაწილეობა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.