გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ილია დარჩიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ედგრას რინკევიჩსი და ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ილია დარჩიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ.
თავის მიმართვაში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და წერს, რომ საქართველო პოლონეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა.
„კარგად მახსოვს თქვენი აქტიური მოღვაწეობა პოლონეთში საქართველოს ელჩის პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვენი ხელმძღვანელობით აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დიპლომატიური გამოცდილება და ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს პოზიციების განმტკიცებას მსოფლიო ასპარეზზე და შემდგომ ინტეგრაციას ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში“ - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერილში და კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ლატვიელი მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ასევე, საქართველოს პირველ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის გაგრძელდება მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და წერს, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. “საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს ევროპული მომავალი და სლოვაკეთი მხარს უჭერს აღნიშნულ მისწრაფებებს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესების საკუთარი გამოცდილების გაზიარება.“ - აღნიშნულია სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წერილში.
„ვიყენებ შესაძლებლობას, გამოვხატო ჩემი გულწრფელი სურვილი, მჭიდროდ ვითანამშრომლო თქვენთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით“- წერს თავის მიმართვაში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდიასი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას ილია დარჩიაშვილს ასევე ულოცავს მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ. „დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყებების ერთად მუშაობის შედეგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ“- წერს ნიკუ პოპესკუ.
ასევე, საქართველოს პირველ დიპლომატს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრო კულება. როგორც კულება სოციალურ ქსელში წერს, იგი მოუთმენლად ელოდება ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად: „მოუთმენლად ველი ილია დარჩიაშვილთან მუშაობას, რომელიც ახლახან დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა.“ - წერს კულება Twitter-ის პირად გვერდზე.
იტალიის, შვედეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავენ
„მწამს, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ერთად ვიმუშაოთ იტალიურ-ქართული მტკიცე მეგობრობის მხარდასაჭერად და უკვე არსებული ბრწყინვალე ორმხრივი თანამშრომლობის გასაგრძელებლად“, - წერს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო ქართველი კოლეგისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში. როგორც იტალიის პირველი დიპლომატი აღნიშნავს, საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობა გაგრძელებას ასევე ჰპოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ნაყოფიერი დიალოგის განვითარების კონტექსტშიც.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან ლინდე ასევე ეხმაურება ილია დარჩიაშვილის ახალ პოსტზე დანიშვნას და წერს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოსა და შვედეთის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას. შვედი მინისტრი აღნიშნავს, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიმუშაო თქვენთან ერთად, იმისათვის რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.“ - ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მისალოც წერილში.
ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს თურქი კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუ. მისალოც წერილში ნათქვამია, რომ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოუთმენლად ელის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად. “მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ერების კეთილდღეობას, ისევე როგორც რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენი საერთო მიზნების განხორციელების გზაზე, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ თურქეთის მხარდაჭერის იმედი“- წერს თურქეთის პირველი დიპლომატი.
თავის მიმართვაში, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, არარატ მირზოიანი გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მტკიცე მეგობრობა ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს ეფუძნება.
ილია დარჩიაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ასევე მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და სუამის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი ილია დარჩიაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ.
„მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევის დასაძლევად”- წერს ჟოზეფ ბორელი Twitter-ის პირად გვერდზე.
“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი დიდი პროფესიული გამოცდილება და ღრმა ცოდნა საუკეთესოდ მოემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ამ გამოწვევებით აღსავსე დროს.“ - წერს მისალოც წერილში სუამის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი და იმედს გამოთქვამს, რომ ილია დარჩიაშვილის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რეგიონული თანამშრომლობა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.
“მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც დღეს დგას ევროპა და ევროპის საბჭო.“ - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი მისალოც წერილში.