მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ეცდება, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს,რომ მიღებული კითხვარი რაც შეიძლება მალე წარმოადგინოს საქართველომ ევროკავშირში.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გადმოცემა იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე.
„მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. საქართველოს ევროინტეგრაციის მთელი პროცესის განმავლობაში ჰქონდა ნამდვილად გამორჩეული დღეები, როდესაც საქართველო ხელშესახებად მიიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე. დღევანდელი დღეც გამორჩეულია, რადგან, როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოხდა ევროკავშირისადმი მიმართვა საქართველოს გაწევრიანების შესახებ და სწორედ ამ მიმართვის გამოძახილია დღევანდელი დღე, როდესაც საქართველომ მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ახლა მთავარია, ყველა ვკონცენტრირდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესზე, რომ დროულად მოხდეს შევსება კითხვარის, გადმოგზავნა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რათა საქართველომ აქტიურად გააგრძელოს ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობა. ინკლუზიურობა ამ პროცესში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამიტომ ყველა სახელმწიფო უწყება იქნება მობილიზებული ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობისთვის.
რაც შეეხება ვადებს, ვადების ნაწილში საქართველო იმის მიხედვით, როგორც მოხდება ამ პროცესის წინ წაწევა, ამაზე იქნება კონცენტრირებული. ჩვენ ვეცდებით, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ ყველა სახელმწიფო უწყებამ, რომ ეს კონკრეტული კითხვარი რაც შეიძლება მალე საქართველომ წარმოადგინოს ევროკავშირში“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.