მოძრაობა დროებით შეიზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1732303587
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოში ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი ახალი მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას ელის.
„მოუთმენლად ველი ილია დარჩიაშვილთან, საქართველოს ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან მუშაობას, რათა უფრო გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოს შორის. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს მხარდაჭერის სრული იმედი გვაქვს“,- წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
ილია დარჩიაშვილი უკრაინის საგარეოს საქმეთა მინისტრს „ტვიტერზევე“ გამოეხმაურა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. ძლიერ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, - წერს ილია დარჩიაშვილი.
ცნობისთვის, დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, მის შემცვლელად კი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, პოლონეთში ყოფილი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაასახელა.
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840