4 შვილი და ულამაზესი მოცეკვავე მეუღლე - საინტერესო დეტალები ილია დარჩიაშვილის შესახებ

დარჩიაშვილი

დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ინიშნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შესაბამისად, საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ეყოლება.

მინისტრთა კაბინეტმა არჩევანი შეაჩერა 41 წლის ილია დარჩიაშვილზე, რომელიც ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

განათლება და სამუშაო გამოცდილება: 

1998-2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

2002-2004 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

2008-2011 - გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.

2003-2004 - ს/ს ბანკი რესპუბლიკა - ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცერი;

2004-2006 - ს/ს ბანკი რესპუბლიკა - ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი;

2006-2012 - ს/ს ბანკი რესპუბლიკა/ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე - ფილიალის მმართველი;

2012-2014 - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში;

2014-2015 - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - აღმასრულებელი დირექტორი;

2015-2016 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მინისტრის პირველი მოადგილე;

2015-2016 - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

2016-2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - საგანგებო დავალებათა ელჩი;

2017-2021 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში;

2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ფლობს: ინგლისურ, პოლონურ და რუსულ ენებს. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

2021 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მომავალ მინისტრს ჰყავს მეუღლე, 37 წლის ნინო ვაშაკიძე, რომელიც მოცეკვავეა და 4 შვილი: 16 წლის სოფო, 13 წლის ალექსანდრე, და ტყუპები - გიორგი და დანიელი, რომლებიც ხვალ 3 წლის ხდებიან.

ილია დარჩიაშვილის სახელზე ირიცხება 2 ბინა თბილისში, ორივე იპოთეკით შეძენელი, ერთი 2011 წელსაა შეძენილი 73 000 დო­ლა­რად, ხოლო მეორე 2018 წელს 48 500 დოლარად.

აქვეა, არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც 2011 წელს ბინასთან ერთად აქვს შეძენილი.

დეკლარაციაში გვხვდება ტყუპი შვილების სახელზე გახსნილი ანგარიშები, თითოზე 500-500 დოლარი ირიცხება.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილს ხელფასის სახით 2020 წელს 71 056 ევრო აქვს მიღებული.

გასავალში ნაჩვენებია ბინის ქირაში გადახილი 24 000 ევრო და იპოთეკური სესხის დასაფარად გადახდილი 6994,66 ევრო.

დეკლარაციით ირკვევა, რომ ილია დარჩიაშვილს უფროსი შვილისთვის, სოფოს სწავლაში გადახდილი აქვს 11 500 ზლოტი, ხოლო ალექსანდრესთვის - 10 014.

 

ნახეთ ვიდეო