ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია თოვლიც - ერთი თვის ამინდის პროგნოზი
1742230743
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროპისთვის ახლა სტრატეგიული მომენტია, რადგან დღევანდელი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ხვალინდელ უსაფრთხოებას.
როგორც ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ცხადად ჩანს, რომ პუტინის იმპერიალისტურ გეგმებში მშვიდობის ადგილი არ არის.
„ჩვენ ვითხოვთ უკრაინისგან უპირობო პოზიციას და შემდეგ ვხედავთ ამდენ პირობას პუტინის მხრიდან. ჩვენ ვხედავთ რეალურ განზრახვას – პუტინის იმპერიალისტურ გეგმებში მშვიდობის ადგილი არ არის, ეს ცხადია. ქმედებები ამას სიტყვებზე მეტად აჩვენებს“, – აღნიშნა კესტუტის ბუდრისმა.