პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბელარუსში სამობილიზაციო რესურსების აქტიური შემოწმება თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს.ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათი ინფორმაციით, სამობილიზაციო რესურსების გადამოწმება ოქტომბრის დასაწყისიდან გრძელდება.
„შეიქმნა სპეციალური ჯგუფები, რათა გადაამოწმონ და დაზუსტდეს ინფორმაცია პოტენციური ახალწვეულების შესახებ. ზუსტდება სამხედრო ასაკის მამაკაცების საქმიანობის სახეობა, სამხედრო სპეციალობები და ოჯახური მდგომარეობა“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების განხორციელების საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.