პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში არის მშვიდობის შანსი, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რომში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, უკრაინაზეა დამოკიდებული, გადაწყვიტოს რუსეთთან მშვიდობის დრო და პირობები. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება იქნება იქ, როდესაც უკრაინის მთავრობა აირჩევს ამ დროს.
„ნეიტრალურობის შენარჩუნება ნიშნავს უძლიერესთა მსოფლიო წესრიგის მიღებას და მე ამას არ ვეთანხმები. არის მშვიდობის პერსპექტივა, ის რაღაც მომენტში მოვა. და კონკრეტულ მომენტში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები და როდესაც უკრაინელი ხალხი და მისი ლიდერები გადაწყვეტენ ამის პირობებს, სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება, დამყარდეს მეორე მხარესთან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.