არ განვიხილავთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს - თეთრი სახლი

აშშ

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს.

"არასაფრენი ზონის გამოცხადება განხორციელებას მოითხოვს. ეს აშშ-ის სამხედროების მხრიდან რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებას მოითხოვს და რუსეთთან პოტენციურ პირდაპირ ომს გამოიწვევს. ეს ის ნაბიჯია, რომლის თავიდან აცილებაც გვინდა", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ნატოსა და დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინის ცა არასაფრენ ზონად გამოაცხადონ. ეს მოთხოვნა,ჯერჯერობით, არ დაკმაყოფილებულა.