პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორშაბათს, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც. თავდასხმების სერიის შესახებ უკრაინული მედია წერს.
აფეთქებები დაფიქსირდა ლვოვსა და ივანო-ფრანკოვსკში.
გარდა ამისა, ჟიტომირის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკო წერს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა განადგურდა ჟიტომირის რეგიონის დაბომბვის შედეგად. აფეთქებების ხმა სუმის ოლქშიც ისმის.
ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ ვიდეო: კიევში საჰაერო თავდასხმების დროს, ბავშვები თავშესაფარში უკრაინის ჰიმნს მღერიან