VIDEO: სარაკეტო თავდასხმები გრძელდება - მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ

სარაკეტო თავდასხმები

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის ინფორმაციით, ქალაქში დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა. მან მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

ამასთან, მიკოლაივის გუბერნატორმა ვიტალი კიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქზე სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება.

ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაშავებულები. სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჟიტომირში, ხმელნიცკში, დნიპროსა და ტერნოპილში.