აბსოლუტური სისულელე - ვოლოდიმირ ზელენსკი

zelenski

„აბსოლუტური ბოროტება, აბსოლუტური სისულელე“, - ასე  შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში, კულტურულ ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა.

ზელენსკიმ "ტელეგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქ ლოზოვაიას ახლად გარემონტებულ კულტურის ცენტრს რაკეტები ხვდება. მისი თქმით, თავდასხმის უკან რუსული ძალები იდგნენ.

"ოკუპანტებმა თავიანთ მტრებად კულტურა, განათლება და კაცობრიობა გამოავლინეს. რა არის იმ ადამიანების თავში, რომლებიც ასეთ სამიზნეებს ირჩევენ?", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, კულტურულ ცენტრზე ტავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა მათ შორის, ერთი 11 წლის ბავშვია.