ზელენსკი Time-ის მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს

უკრაინის პრეზიდენტი

ამერიკული გამოცემის Time-ის მკითხველების აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა.

მეორე ადგილზე Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი, მესამეზე კი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი გავიდა. მეოთხეზე კორონავირუსთან მებრძოლი მედიკოსები არიან. მეხუთეზე კი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ზელენსკიმ 3,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, რაც ხმების 5%-ია, ნათქვამია Time-ის სტატიაში.

2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების საბოლოო სია 23 მაისს გამოქვეყნდება.