პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ის, რაც დღეს დონბასში ხდება ჯოჯოხეთია, ოკუპანტების სასამართლოს წინაშე წარდგებიან“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის გათავისუფლებას, მაგრამ დონბასზე ოკუპანტები ცდილობენ, უფრო მეტად გაზარდონ ზეწოლა. იქ არის ჯოჯოხეთი, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. სასტიკი და სრულიად უაზრო გახლდათ სევეროდონეცკის დაბომბვა. იქ ერთ დღეში დაიღუპა 12 ადამიანი, ათობით დაიჭრა. გრძელდება ჩვენი სხვა ქალაქების დაბომბვა საავიაციო და სარაკეტო დარტყმებით. ეს არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები. რუსეთის არმიის დარტყმა ჩერნიგოვის რაიონზე, კერძოდ საშინელი დარტყმა დესნაზე. იქ ჯერ კიდევ გრძელდება ნანგრევების გაწმენდა, ბევრია დაღუპული.
მუდმივი დარტყმები ოდესის ოლქში, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში. სრულად დანგრეული დონბასი – ამ ყველაფერს არ აქვს ახსნა რუსეთისთვის. ეს არის გააზრებული მცდელობა, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი და დაანგრიონ, რაც შეიძლება მეტი სახლი, საწარმო. ეს არის ის, რასაც მიენიჭება უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია და ამის გამო ოკუპანტები წარდგებიან სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ზელენსკიმ.