ფულადი კომპენსაცია ოჯახის თითოეულ წევრზე - განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
1792179581
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის ღირსეული პირობების შექმნა და ამ მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია - “ჩვენს ძვირფას და ღირსეულ, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს ვულოცავ ვეტერანის დღეს! ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს სიძლიერე კი განისაზღვრება იმით, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომაც, ვეტერანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია!” - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ, მისივე თქმით- აჭარის რეგიონში 4 000-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული, რომელთა სიმამაცე, სიმტკიცე და სამშობლოს სიყვარული მომავალი თაობებისთვის მკაფიო მაგალითია; ძლიერი საქართველოს მშენებლობა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი კურსით აღდგენის გზაზე კი საზოგადოების ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებების ფარგლებში , ვეტერანებისა და სტუდენტების მონაწილეობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
საქართველოში ვეტერანის დღე 17 ოქტომბერს აღინიშნება. დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ვეტერანების წვლილის დაფასებას, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგებასა და თაობებს შორის კავშირის განმტკიცებას ემსახურება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი შოთა ყიფიანი, ბსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და რეგიონში მცხოვრები ვეტერანები.