უკრაინაში ადამიანის კანის პირველი ბანკი გაიხსნება

კანი

უკრაინაში ადამიანის კანის პირველი ბანკი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ჩვეულებრივ, უკრაინაში დამწვრობის სამკურნალოდ ღორის ტყავს იყენებენ, თუმცა ექიმების თქმით, ეს არც თუ ისე ეფექტურია.

დამწვრობის ცენტრს, რომელიც მალე ლვოვში უნდა გაიხსნას, უკრაინაში კანის პირველი ბანკი ექნება, რომელიც გადანერგვისთვის შეინახება.

ამ ინსტიტუტის შექმნა ომმა დააჩქარა, რადგან რუსული დაბომბვის შედეგად ასობით ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღო ღრმა დამწვრობა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ჩვეულებრივ ღორის ტყავს იყენებენ სამკურნალოდ, რომელიც დროებით ხურავს ჭრილობებს. თუმცა, ექიმების აზრით, ეს არც თუ ისე ეფექტურია. თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებით დამწვრობას მკურნალობენ  მკვდარი კანის ამოკვეთით. ამის შემდეგ საჭიროა პაციენტების სტაბილიზაცია ჭრილობების დახურვით.

ღორის კანი ეფექტურია 10 დღემდე, რაც არ არის საკმარისი სამკურნალოდ. ახალი დაწესებულება გათვლილია 70 სტაციონარულ საწოლზე და კიდევ 20 რეანიმაციულ განყოფილებაზე.