პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყველაზე საშინელება დაღუპულ ბავშვებზე გავრცელებული ინფორმაციის გაგებაა. ახტირკაში დაღუპული 8 წლის ალისა - ბაბუა ცდილობდა მას გადაფარებოდა. ან პოლინა, რომელიც დაბომბვის შედეგად, მშობლებთან ერთად დაიღუპა. ან 14 წლის არსენი, რომელსაც დედაქალაქის ოდესღაც ერთ-ერთი მშვიდობიან უბანში, ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა თავში.... სასწრაფო დახმარების მანქანამ ვერ მიუსწრო, - ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში წერს.
„24 თებერვალს გავიღვიძეთ და ომის დაწყების შესახებ გავიგეთ. ტანკებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი, თვითმფრინავები შემოიჭრნენ ჩვენს სივრცეში. ქალაქები გარშემორტყმული იყო სარაკეტო არტილერიით. კრემლის პროპაგანდისტების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს არის სპეციალურ ოპერაცია - არა ეს არის მშვიდობიანი ხალხის მკვლელობა.
ყველაზე საშინელება დაღუპულ ბავშვებზე გავრცელებული ინფორმაციის გაგებაა. ახტირკაში დაღუპული 8 წლის ალისა - ბაბუა ცდილობდა მას გადაფარებოდა. ან პოლინა, რომელიც დაბომბვის შედეგად, მშობლებთან ერთად დაიღუპა, ან 14 წლის არსენი, რომელსაც დედაქალაქის ოდესღაც ერთ-ერთი მშვიდობიან უბანში, ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა თავში.... სასწრაფო დახმარების მანქანამ ვერ მიუსწრო.
ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა სარდაფებსა და თავშესაფრებში ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ კიევისა და ხარკოვის მეტროები. ვიღაცისთვის ეს კარგი კადრებია, უკრაინელებისთვის კი, ახალი ცხოვრება და რეალობა. ჩვენი შვილები გაკვეთილებს თავშესაფრებში სწავლობენ. ასევე იბადებიან მიწისქვეშა სამშობიაროში. ომის პირველმა შვილმა, დაინახა არა მშვიდობიანი ცა, არამედ სარდაფის ბეტონის ჭერი...
უკრაინას მშვიდობა სურს! მაგრამ უკრაინა თავს დაიცავს და კაპიტულაციას არასოდეს გამოაცხადებს. თუ პუტინს, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არ შევაჩერებთ, მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი არ იქნება. ვიცი, რომ ეს ყველაფერი კოშმარს ჰგავს. მაგრამ ეს არის ჩვენი ახალი რეალობა. ჩვენი ახალი რეალობა, რომელშიც თქვენთან ერთად ვცხოვრობთ. არავინ იცის ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - წერს ოლენა ზელენსკა.