1732386875
შესაძლებელია თუ არა, საქართველოს მოქალაქისთვის უკრაინის მოქალაქის შვილად აყვანა - დეტალები
მსოფლიოში ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი უკრაინაში, ომის დროს ობლად დარჩენილი ბავშვი იშვილოს. რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი და შესაძლებელია თუ არა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკრაინელი ბავშვი იშვილოს - ამ საკითხზე, „რუსთავი2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ადვოკატი თათია ხაბეიშვილი საუბრობს.
შესაძლებელია თუ არა, საქართველოს მოქალაქისთვის უკრაინის მოქალაქის შვილად აყვანა
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ნებისმიერმა ქვეყნის მოქალაქემ შვილად აიყვანოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. მათ შორის, საქართველოს მოქალაქემ. თუმცა, გარკვეული პროცესებია დასაცავი. ზოგადად, უკრაინასთან მიმართებაში, რაც შეგვიძლია ვთქვათ, უკრაინა არ არის იმ საერთაშორისო კონვენციის მონაწილე ქვეყანა, რომელიც შვილად აყვანის საკითხებს არეგულირებს. ეს კონვენცია ბევრ საკითხს ამარტივებს. შედარებით გამარტივებულია პროცედურები. ვინაიდან თვითონ სახელმწიფო უწყებები ეკონტაქეტებიან ერთმანეთს და კომუნიკაცია ბევრად უფრო მარტივია. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყანა ხელმომწერი არ არის ამ კონვენციის, უშუალოდ მიმართვა იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უნდა მოხდეს.
მაგალითად, თუ საქართველოს მოქალაქეს სურვილი აქვს, რომ აიყვანოს უკრაინის მცხოვრები, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს შესაბამის უწყებას უკრაინაში, დააფიქსიროს განაცხადი და შემდგომ, უკვე მოხდეს მისი განცხადების განხილვა. ეს არის, რაც შედარებით ართულებს საკითხს. თუმცა, კიდევ ერთი გარემოება, რაც შვილად აყვანის დროს და განსაკუთრებით ომის პერიოდში უნდა გავითვალისწინოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა თუ არა. ან დაკარგული ხომ არ არის. რაც ომის პერიოდში რთულია. ბუნებრივია, თუ ამ პერიოდში, ბავშვი გაშვილდება ეს არ იქნება მისი ინტერესების საუკეთესო საშუალება. ასევე, უკრაიანის შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს იმასაც, რომ უპირატესობა მიენიჭოს ნათესავს,“ - ამბობს ადვოკატი თათია ხაბეიშვილი.