რუსი სამხედრო ტყვეები უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად იმუშავებენ - ევგენი ენინი

რუსი

„უკრაინაში რუს ტყვეებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვით მოეპყრობიან, მოგვიანებით კი, უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე იმუშავებენ“, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინიმა განაცხადა.

„ეს არის ის, რაც განგვასხვავებს ჩვენ რუსი აგრესორებისგან, რომლებიც ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას და ბომბავენ სახლებს. აღარ ვსაუბრობ ჩვენი სამხედროების მოპყრობაზე.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ჟენევის კონვენციითაა დადგენილი, იქნება ეს შრომის გამოყენება თუ სხვა. ყველა ეს ადამიანი მოგვიანებით იმუშავებს უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად", - განაცხადა ევგენი ენინმა.

 

ნახეთ ვიდეო