1742376620
ზელენსკი: თუ რუსეთ დაბომბავს ჩვენს ენერგეტიკას, ჩვენ ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი 30-დღიანი დროებითი ზავის დროს კრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს დაბომბავს, ოფიციალური კიევი იმავე ქმედებებით უპასუხებს.
„შეუძლებელია იყოს ისე, რომ რუსეთმა დაარტყას ჩვენ ენერგეტიკას, ხოლო ჩვენ ჩუმად ვისხდეთ. ჩვენც ვუპასუხებთ. თუმცა ორივე მხარეს - რუსულს და უკრაინულ - ენერგეტიკის არ დაბომბვა შეუძლია. ჩვენი მხარე ამას მხარს დაუჭერს“ - თქვა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაზე მორატორიუმის გამოცხადება თავდაპირველად უკრაინული მხარის იდეა იყო, რომელიც მან ამერიკას გაუზიარა და ამის მიღწევას ვაშინგტონის შუამავლობით ცდილობდა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის მანძილზე უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.