ზელენსკი, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მიმდინარე კვირაში სამუშაო ვიზიტით დასავლეთ ევროპას ეწვიოს, - ამის შესახებ „ბლუმბერგი“ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი მონაწილეობას გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ევროპული ტურნეს ფარგლებში, ზელენსკი პარიზსა და ბერლინსაც ეწვევა. ასევე განიხილება ლონდონში ვიზიტის შესაძლებლობა.

„ბლუმბერგის“ წყაროების ცნობით, ზელენსკის სურს ფოკუსირება მოახდინოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაჩქარების, ასევე უკრაინის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული შეთანხმებების ხელმოწერის საკითხებზე.