გიორგი მიქაუტაძემ „ლევანტეს“ გაუტანა

გიორგი მიქაუტაძე

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ლევანტეს“ უმასპინძლა. ქართველი ფორვარდის კლუბმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

ანგარიში 41-ე წუთზე პერეზმა გახსნა, თუმცა ივან რომერომ წონასწორობა პირველი ტაიმის დასრულებამდე აღადგინა. „ვილიარეალი“ წინ უკვე მეორე ნახევარში, ალბერტო მოლეიროს გოლით გაიჭრა, საბოლოო შედეგი კი უკვე მიქაუტაძემ დააფიქსირა - მან მეტოქის კარი 86-ე წუთზე, თამაშში ჩართვიდან 20 წუთში აიღო.

ამ მომენტისთვის „ვილიარეალი“ სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.