Warner Bros. სამეფო კარის თამაშების ფილმს იღებს

სამეფო კარის თამაშები

როგორც ჩანს, Warner Bros. ფანებისგან მალულად ყველასთვის საინტერესო ფილმზე - ჯორჯ რ.რ. მარტინის სამეფო კარის თამაშების ადაპტაციაზე მუშაობს.

წყაროების ცნობით, ფილმი განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია — რეჟისორი, მსახიობები და სცენარის ავტორები ჯერ შერჩეულები არ არიან, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ვესტეროსის მცხოვრებლები კინოს სამყაროს მალე დაიპყრობენ.

როგორც ცნობილია, სამეფო კარის თამაშების სერიალის ავტორები, დევიდ ბენიოფი და დენ ვაისი, იმედოვნებდნენ, რომ სერიალი ფინალური სეზონის ნაცვლად სამი სრულმეტრაჟიანი ფილმით დასრულდებოდა. ამ იდეაზე წიგნის ავტორი, ჯორჯ რ.რ. მარტინიც თანახმა იყო, თუმცა HBO-მ ამაზე უარი განაცხადა, რადგან პროექტის კომპანიის ფარგლებს გატანა არ სურდათ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სერიალი დასრულდა, კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე ბევრი ცვლილება მოხდა. ახლა HBO-ს ქეისი ბლოისი ხელმძღვანელობს და, როგორც ჩანს, ფილმების გადაღების შესახებ კომპანიის პოზიციაც შეიცვალა. ფაქტია, რომ სამეფო კარის თამაშებზე გადაღებულ ფილმს მალე ვიხილავთ.

2022 წელს HBO-მ სამეფო კარის თამაშების პრიქველი, დრაკონის სახლიგადაიღო. ასევე, 2025 წელს ვიხილავთ სერიალს შვიდი სამეფოს რაინდი, რომელიც ვესტეროსის სამყაროზე იქნება. ფაქტია, რომ სამეფო კარის თამაშები მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სიუჟეტია და ის ჯერ არ ამოგვიწურავს.