ვრცელდება ბენ აფლეკისა და მისი ქალიშვილის შეხვედრის კადრები, რომელიც ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა

ბენ აფლეკი ქალშვილთან ერთად

პაპარაცებმა ბენ აფლეკისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, ვაიოლეტის ემოციური შეხვედრა აღბეჭდეს, ფოტოებმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

მედიის ცნობით, იმ ჰოლივუდელი მსახიობების რიცხვს, ვისი სახლიც ლოს-ანჯელესის ხანძარმა დააზიანა, ჯენიფერ გარნერიც მიეკუთვნება, რომელიც იქ შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

„ბენ აფლეკი ხანძარს სასწაულებრივად გადარჩენილ ქალიშვილს ეხუტება“, „როგორი ემოციური შეხვედრაა“, „ბენის სახეზე მთელი ტრაგიზმია აღბეჭდილი“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ბილი კრისტალი, ჯენიფერ გარნერი, ლეიტონ მისტერი, ენტონი ჰოპკინსი ჯე­იმს ვუდსი, ჯენიფერ გრანერი, მენდი მური, ბელა ჰადიდი და ა.შ…