ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრა ფიასკოდ გადაიქცა - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი შეხვედრა ფიასკოდ გადაიქცა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ნამდვილად სურს თუ არა უკრაინის ლიდერს მშვიდობა, - წერს CNN-ი.

რუბიომ მოუწოდა ზელენსკის „ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ ეს საქმე ფიასკოდ იქცა“.

„ის არ უნდა მისულიყო იქ და ანტაგონისტად არ უნდა გამხდარიყო. როდესაც თქვენ აგრესიულად ლაპარაკობთ ამაზე - პრეზიდენტი კი ის ადამიანია, რომელიც შეთანხმებებს დებს, ის შეთანხმებებს მთელი ცხოვრებაა დებს, - ვერ შეძლებთ, რომ ადამიანები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვათ, ამიტომ თქვენ იწყებთ იმის გაგებას, რომ შეიძლება ზელენსკის არ სურს სამშვიდობო მოლაპარაკება. ის ამბობს, რომ უნდა, მაგრამ, შესაძლოა, რომ ეს არ არის“, - განაცხადა რუბიომ.