დუბაიდან მამაკაცმა საცოლეს 22 მილიონად ღირებული ბეჭედი ჩამოუტანა, მაგრამ ამბავი სავალალოდ დასრულდა
1740521549
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ დაძაბულ შეხვედრას მალევე მოჰყვა ევროპელების რეაქციაც.
"ძლიერი ადამიანები ქმნიან მშვიდობას, სუსტები – ომს" - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და იქვე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა მამაცურად დაიცვა მშვიდობა.
"თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება" – ეს უკვე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სიტყვებია.
"თქვენ არასდროს იქნებით მარტო ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი," – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
"არსებობს აგრესორი და ის რუსეთია. არსებობს ხალხი, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა და ეს უკრაინაა," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.