ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მეორე ტური

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის ორი კანდიდატი, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი მოქმედებს. ორი საარჩევნო უბანია გახსნილი რუსეთში, კერძოდ, მოსკოვსა და ჩერკესკში. ე.წ. არჩევნებში რეგისტრირებულია 134 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15 თებერვალს გამართული ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ბადრა გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, ადგურ არძინბამ კი – 36.92%.